არჩევნები 2020

შავგულიძე: ხმა მივეცი ძალას, რომელიც პროგრესული, კვალიფიციური ადამიანებისგან შედგება

ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის დამარცხება დღეს შეუძლია მხოლოდ საქართველოს დასავლური ოპოზიციის იმ მრავალპარტიულ გაერთიანებას, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას, ივანიშვილის ხელისუფლებისათვის არანაირ ვითარებაში კოალიციის არშექმნის თაობაზე და მანამდე შეთანხმდენენ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე.
მე ხმა მივეცი სწორედ ოპოზიციის მიერ შეთანხმებულ საერთო მაჟორიტარობის კანდიდატს საბურთალოს საარჩევნო ოლქში, ხოლო რაც შეეხება პროპორციულ ნაწილში, ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შედგება პროგრესული, მკაფიოდ დასავლეთზე ორიენტირებული, კვალიფიციური ადამიანებისაგან, რომელთაც აქვთ ამბიცია და შესწევთ ძალა, რომ სხვა დასავლურ პოლიტიკურ ძალებთან ერთად
მოახდინონ ქვეყნის დემოკრატიულობისათის საჭირო გარდამტეხი ცვლილებები. 

ევროპული საქართველოს მთაწმინდისა და კრაწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

კომენტარები