არჩევნები 2020

სააკაშვილი: ხელისუფლების გეგმა, არჩევნებზე საკმარისი რაოდენობის ხალხი არ ყოფილიყო, ჩაიშალა

რაც არის ძალიან ნიშანდობლივი ამბავი საქართველოდან, არის ჩვენი ამომრჩევლის ძალიან მაღალი აქტივობა. ეს მაგარია, იმიტომ, რომ მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა იყო იმაზე მიმართული, რომ კოვიდია, არ წახვიდეთ, სახლში დაეტიეთ. როცა სახელისუფლებო რესურსი მუშაობს და თავისი ხალხი ისედაც მიჰყავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ყველა არ აძლევენ ხმას, ეს იყო მათი გეგმა, რომ არ ყოფილიყო საკმარისი რაოდენობის ხალხი. ეს გეგმა უკვე ჩაიშალა. 

ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა, არავის არ უნდა შეეშინდეს, ყველა უნდა წავიდეს საარჩევნო უბნებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მართლა ქვეყნის ბედი წყდება, და არა ვიღაც ცალკე აღებული ადამიანების შრომითი მოწყობის. აბა თქვენ იცით!

ამბობს ექსპრეზიდენტი და ენმ-ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი. ცესკოს ინფორმაციით, 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 8.33%-ია, 2016 წელს 8.34% იყო.

კომენტარები