არჩევნები 2020

ცესკო: საბურთალოზე საარჩევნო უბანზე ყუთის მთლიანობა დარღვეული იყო, დროულად აღმოიფხვრა

მამუკა ჯუღელი/Facebook

ცენტრალური საარჩევნო კომისია ადასტურებს, რომ საბურთალოზე მე-19 საარჩევნო უბანზე ყუთს ძირი არ ჰქონდა. მათი ინფორმაციით, ხარვეზი აღმოიფხვრა და მას საარჩევნო პროცესზე გავლენა არ ჰქონია. 

"საარჩევნო უბანზე ყუთის ძირის მთლიანობა იყო დარღვეული, თუმცა აღნიშნული ხარვეზი დროულად იყო აღმოფხვრილი. სარჩევნო უბანზე ვინც იმყოფებოდა, უფლებამოსილი პირები, შეთანხმდნენ და ისინიც ადასტურებენ, რომ ამ შემთხვევას არ ჰქონია არანაირი გავლენა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე, როგორც გითხარით, დროულად აღმოიფხვრა აღნიშნული პრობლემა." - ამბობს ცესკოს წარმომადგენელი. 

ISFED-ის მიერ დაფიქსირებული დარღვევები ნახეთ აქ. 

ყველა საარჩევნო სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები