არჩევნები 2020

"მეც იარაღით გადავადგილდები" – ოქრიაშვილი შაშკინის მიერ იარაღის ტარებას ეხმაურება

1tv

"იარაღის ტარების უფლება აქვს და შეუძლია, მეც იარაღით გადავადგილდები" – ასე ეხმაურება ენმ-გაერთიანებული ოპოზციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქში კახა ოქრიაშვილი არჩევნების დღეს დიმიტრი შაშკინის იარაღით გადაადგილებას.

სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელების შემდეგ, რომელშიც დიმიტრი შაშკინი ბოლნისის მუნიციპალიტეტში იარაღით გადაადგილება, შაშკინი რ2-თან საუბარში ამბობს, რომ მას იარაღის ტარების უფლება აქვს და იგი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ ყოფილა, მიზეზად კი შაშკინი თავდაცვას ასახელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმით, ფაქტს ძირფესვიანად შეისწავლიან და სამინისტრო არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები