არჩევნები 2020

ვარშალომიძე: მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, მივიდეს და გააკეთოს არჩევანი ცვლილებებისთვის

არა მარტო ბათუმში, მთელ აჭარაში და საქართველოში ბევრია ხალხი, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე. მნიშვნელოვანი დღეა და ამ ისტორიულ დღეს ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ხმა. ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, რომ ცვლილება განხორციელდეს.  

2020 წლის 31 ოქტომბერი უნდა გახდეს ქართველი ხალხის არჩევნები.  

იყო წვრილმანი დარღვევები. ყველას მოვუწოდებ - ყველას აქვს უფლება, ვიდეოგადაღება აწარმოოს. არის უბნები, სადაც თავმჯდომარეები უკრძალავენ გადაღებას. ის მობილიზაცია, რომელსაც ქართული ოცნება ახერხებს ე.წ. მარშუტკებით უბანთან, არ უშველის. არავის არ უნდა შეეშინდეს, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს თავისი აზრი. ამ მნიშვნელოვან დღეს ყველას კიდევ მოვუწოდებ, ყველა საქართველოს მოქალაქეს, მივიდეს და გააკეთოს არჩევანი, არჩევანი გამარჯვებისთვის და ცვლილებებისთვის.

ამბობს ლევან ვარშალომიძე, ბათუმში ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

კომენტარები