არჩევნები 2020

პატრიარქი არჩევნებზე ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 31 ოქტომბრის არჩევნებზე ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს. ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს საპატრიარქოში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, ილია II-ს გადასატან ყუთს საპატრიარქოში მიუტანენ. მიზეზად საპატრიარქო ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ასახელებს. 

30 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 12 და გამოჯანმრთელდა 2 906 ადამიანი. 

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 19 810 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 285 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 17 168 აქტიური შემთხვევაა, 29 ოქტომბერს ეს რიცხვი 18 390 იყო.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ყველა საარჩევნო სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები