არჩევნები 2020

გახარია სააკაშვილზე: ქმედებებისკენ მოწოდება იყო, თუმცა შორიდან SKYPE-ით ჩართულის განცხადებაა

"ის, რაც გუშინდელი აქციის დროს ლიდერმა განაცხადა, ეს იყო ფაქტობრივად უკვე კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება, თუმცა, სადღაც შორიდან SKYPE-ით ჩართული ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებაა." - ასე ეხმაურება პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ენმ-ძალა ერთობაშიას პრემიემრინისტრობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. 

"ამას, შეიძლება, სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება. ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის მიღწევა. შესაბამისად, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას.  

თუმცა, ის, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გავა ზღვარს და გადაიზრდება კანონდარღვევაში, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად, ეფექტიანად და ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად." - ამბობს გიორგი გახარია. 

გუშინ, 29 ოქტომბერს, პარტიის მიერ გამართულ აქციაზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ არჩევნების გაყალბებაზე პასუხი "ღირსება, შეტევა, ხალხის მიერ ხელისუფლების ხელში აღება" იქნება. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ყველა საარჩევნო სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები