ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi

ყარაბაღის რეგიონში დაპირისპირება გრძელდება, დაიბომბა ქალაქები ბარდა, სტეფანაკერტი, შუშა

ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2020 - 11:14
tbl.ge/56qj
დაკოპირდა
ქალაქი შუშა (შუში), მთიანი ყარაბაღის რეგიონი, 28 ოქტომბერიReuters
აზერბაიჯანის ქალაქ ბარდასთან მდებარე ერთ-ერთ სოფელში დაბომბვის შედეგად დაღუპულ 7 წლის ბავშვს კრძალავენ, 28 ოქტომბერიReuters
თავშესაფარი ქალაქ სტეფანაკერტში, მთიანი ყარაბაღის რეგიონი, 28 ოქტომბერი Reuters

მთიანი ყარაბაღის რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება გრძელდება. აზერბაიჯანის მთავრობის ცნობით, რეგიონთან ახლოს მდებარე ქალაქ ბარდის დაბომბვას 21 ადამიანი ემსხვერპლა. ყარაბაღის თვითგამოცხადებული მთავრობა კი ამბობს, რომ აზერბაიჯანი აგრძელებს სტეფანაკერტის და ქალაქ შუშის (შუშა) დაბომბვას. სომხეთის ინფორმაციითით, სტეფანაკერტში დაიბობმა საავადმყოფო. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში ამბობენ, რომ ფრონტის ხაზის ორივე მხარეს იბომბება მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია. მათი თქმით, დაიღუპა მოხალისე აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციიდან და დაშავდა კიდევ ორი თანამშრომელი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანმა აიღო სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი გუბადლი, რომელიც ირანის საზღვართან მდებარეობს.

A photo by TASS photographer Sergei Bobylev shows a Russian field camp set up near Tegh, close to the Lachin pass which connects Nagorno-Karabakh with Armenia. Azerbaijani forces have made advances towards the pass in recent days.

⚡️ Live updates: https://t.co/HfJTKa1OuA pic.twitter.com/8aBamiCvPI

— OC Media (@OCMediaorg) October 25, 2020

რუსული მედიის ინფორმაციით, სომხეთის სოფელ ტეღთან, რომელიც ყველაზე ახლო პუნქტია ლაჩინის დერეფანთან, რუსეთის მცირე სამხედრო პოსტი აღიმართა, რომელიც რამდენიმე კარვისგან შედგება.

პოსტის არსებობა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ რუსეთს და სომხეთს.

ირანის საზღვართან მდებარე ტერიტორიების დაკავების შემდეგ აზერბაიჯანი თავდასხმას სწორედ ლაჩინის მიმართულებით აგრძელებს. ეს დერეფანი აკავშირებს სომხეთს მთიანი ყარაბაღის რეგიონთან. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ მიმართულებით აზერბაიჯანის თავდასხმა მოიგერიეს.

27 სექტემბერს კონფლიქტის დაწყების შემდეგ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის სამ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა არ შეუსრულებიათ. ბოლო შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ძალაში 26 ოქტომბერს, ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ შევიდა. შეთანხმების ძალაში შესვლიდან მალევე, მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 29 ოქტომბერს ჟენევაში უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები.

მთიანი ყარაბაღის რეგიონისტეფანაკერტიშუშააზერბაიჯანისომხეთირუსეთი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ჯარისგან თავის არიდებაში დახმარებისთვის დაკავებულს დამატებით 20 ეპიზოდზე ბრალი დაუმძიმდა
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 19:16

ჯარისგან თავის არიდებაში დახმარებისთვის დაკავებულს დამატებით 20 ეპიზოდზე ბრალი დაუმძიმდა

ნიკარაგუის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში არჩევნები აღარასდროს გაიმართება
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 19:10

ნიკარაგუის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში არჩევნები აღარასდროს გაიმართება

7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 18:16

7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო

ლიტვა EU-სირიის დიალოგში აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებას დღის წესრიგში აყენებს
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 16:41

ლიტვა EU-სირიის დიალოგში აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებას დღის წესრიგში აყენებს

ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს (რ)
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 16:29

ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს (რ)

ყველაზე კითხვადი

FT: საპროტესტო აქციების ფონზე ზელენსკი არმიის მთავარსარდლის გადაყენებას განიხილავს
1FT: საპროტესტო აქციების ფონზე ზელენსკი არმიის მთავარსარდლის გადაყენებას განიხილავს
2დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
3ზელენსკი სამხედრო მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ "მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს" აანონსებს
4ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
5WP: ამერიკელი სამხედროების სიკვდილის შემდეგ აშშ ირანთან ომის გაფართოებაზე ფიქრობს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕