აშშ - საქართველო

დეგნანი: სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აშშ საქართველოს აქტიურად ეხმარება

კელი დეგნანი

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი საქართველოს საპარალამენტო არჩევნების შესახებ საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონს ესაუბრა. დეგნანმა არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით დაცვით ჩატარებისთვის აშშ-ს მხარდაჭერაზე ისაუბრა.

ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ უკვე 20 წელია საქართველოში არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს. აშშ საქართველოს აქტიურ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს. აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს ცესკოსთან, რათა შეიქმნას საარჩევნო სისტემები და პროცედურები, შემუშავდეს საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

"წელს ცესკოსთან ვმუშაობდით, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო უსაფრთხო ხმის მიცემის პროცესი კოვიდის პანდემიის მიუხედავად". – თქვა კელი დეგნარმა.

ელჩმა აღნიშნა, რომ ცესკოსთან თანამშრომლობის ფარგლებში კომისიას ეხმარებოდნენ, გაეძლიერებინათ თავიანთი სისტემები უცხოური ჩარევებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ და ასევე, დაეცვათ ამომრჩეველთა პირადი ინფორმაცია პოტენციური კიბერთავდასხმებისგან.

ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით აშშ აქტიურად აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს.

"ძალიან ახლოს ვთანამშრომლობთ, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ძალიან ახლოს ვთანამშრომლობთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან". – თქვა ელჩმა.

კელი დეგნანის განმარტებით, აშშ თანამშრომლობს GYLA-სთან, ISFED-თან, Transparancy International-თან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, IRI-თან, NDI-სთან და IFES-სთან. ეს ორგანიზაციები აკვირდებიან კამპანიის პერიოდს, წინასაარჩევნო გარემოს და აღრიცხავენ დარღვევებს.

დეგნანმა აღნიშნა, რომ აშშ კონსულტაციებს აძლევდა პოლიტიკურ პარტიებს, რათა მათი პროგრამები ფოკუსირებული იყოს ამომრჩევლების პრიორიტეტებზე და არა საზოგადოების გამყოფი პიროვნებების პოლიტიკაზე.

მინდა, ვიხილო პიროვნების გარშემო პოლიტიკის შექმნის დასასრული, რომელიც ქართული საზოგადოების პოლარიზებას ახდენს და რუსეთსა და სხვა აქტორებს გზას უხსნის განხეთქილებისა და დაბნეულობის შემოტანისთვის". – თქვა ელჩმა ინტერვიუს დროს.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ სურდა, ეხილა პოლიტიკური კანდიდატები, რომლებიც ყურადღებას გაამახვილებდნენ იმაზე, თუ როგორ აპირებენ ამომრჩევლებისთვის პრიორიტეტული პრობლემების გადაჭრას.

კომენტარები