აშშ - საქართველო

კელი დეგნანი: გაიკეთეთ ნიღაბი, დაიცავით დისტანცია და მიდით არჩევნებზე

გაიკეთეთ ნიღაბი, დაიცავით სოციალური დისტანცია, მაგრამ, გთხოვთ, მიდით არჩევნებზე და მიეცით ხმა. აშშ-ს ძალიან სურს არჩევნების შეუფერხებლად ჩატარების ხილვა. ბევრი შრომა ჩაიდო, იმისთვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო COVID-პანდემიის მიუხედავად უსაფრთხოდ ხმის მიცემა. ამ არჩევნების წარმატება დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლებაზე და ქართველ ხალხზე. იმედი გვაქვს, რომ ქართველები წავლენ არჩევნებზე.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი საქართველოს საპარალამენტო არჩევნების შესახებ საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონს ესაუბრა

კომენტარები