Ну Погоди!

ახალი НУ ПОГОДИ!-ის კურდღელი ზოოტოპიის ჯუდი ჰოპსს გავს

ტაბულა

ანიმაციური ფილმების რუსული სტუდია Союзмультфильм ცნობილი მულტიპლიკაციური სერიალის Ну Погоди!-ის ახალ ეპიზოდებზე მუშაობს.

შემქმნელებმა ანიმაციის ერთ-ერთი მთავარი გმირის, კურდღლის ჩანახატი გამოაქვეყნეს. ინტერნეტ მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა ანიმაციურ პერსონაჟში ზოოტოპიის გმირი ჯუდი ჰოპსი ამოიცნო. სტუდიის პოსტს მიმებისა და ხუმრობების სერია მოჰყვა.

"Союзмультфильм-მა Ну Погоди!-ის ახალი პერსონაჟები წარმოადგინა. საბჭოთა მულტფილმის რიმეიქს იღებენ თუ ზოოტოპიას?". – წერს ახალი ამბების ერთ-ერთი პორტალი.

სტუდიის გენერალური დირექტორის განცხადებით, ამჟამინდელი კურდღელი 30 ვარიანტს შორის საუკეთესო იყო.

 

კომენტარები