არჩევნები 2020

კობახიძე ენმ-ს აქციაზე: ეს იყო დივერსიული აქტი, უნდათ პანდემიის გავრცელება

ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის ქმედება, ეს იყო შეგნებული დივერსიული აქტი. მიზანი იყო პანდემიის გავრცელება. მათ იმედი აქვთ, რომ მათ მიერვე გავრცელებული პანდემია, რაღაცნაირად აისახება არჩევნების შედეგებზე თუმცა, კვლევები აჩვენებს იმას, რომ დივერსანტების წინააღმდეგ მცირდება რეალურად მხარდამჭერთა რაოდენობა და არა იმ პარტიების მიმართ, რომლებიც ებრძვიან კოვიდ-ინფექციას.

შესაბამისად, მათი ასეთი დივერსიული აქტებიც ვერ გამოიღებს შედეგს და სამწუხაროა, რომ რაც მოხდა ბათუმში, გრძელდება სხვა უკვე რეგიონებში, რაც მიანიშნებს იმას, რომ ე.წ. პოლიტიკოსებისთვის არაფერს ნიშნავს ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის ჯანმრთელობა. ამით იყო გამორჩეული ნაციონალური მოძრაობა ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში და დღემდე ამით არის გამორჩეული

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას აქციაზე.

კომენტარები