არჩევნები 2020

ვაშაძე: გვაქვს შანსი, 31 ოქტომბრის არჩევნები ვაქციოთ ისტორიული შემობრუნების წერტილად

ჩვენ გვაქვს შანსი, 31 ოქტომბრის არჩევნები ვაქციოთ საქართველოს ისტორიული შემობრუნების წერტილად, რადგან 6 დღის შემდეგ თქვენი ხმა იქცევა კანონად, რომელიც არა ოთხი, არამედ ათწლეულებით განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ცვლილებები მოხდება მაშინ, თუ ყველანი ვირწმუნებთ ამას და ვიმოქმედებთ რწმენით, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია, ამისთვის კი საჭიროა, რაც შეიძლება, ბევრი პატრიოტი, გულანთებული მოქალაქე მივიდეს არჩევნებზე. ამ უსამართლობასთან შეგუება დანაშაულია, ნუ მისცემთ უფლებას მათ, ვინც 8 წლის განმავლობაში თქვენს ცხოვრებას ანგრევდა, კვლავ თქვენს ნაცვლად გადაწყვიტოს თქვენი მომავალი.

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე, პარტიის რეგიონული ტურის წინასაარჩევნო დასკვნით შეხვედრაზე.

კომენტარები