ახალი კორონავირუსი საქართველოში

NCDC: ლუგარის სახელით მოქალაქეებს ურეკავენ და პრეპარატს სთავაზობენ – სიმართლეს არ შეესაბამება

Coda Story

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განცხადებას განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და კორონავირუსით ინფიცირების დროსა და პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულ პრეპარატს სთავაზობენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცენტრი არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას.

"ბოლო პერიოდში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს, რომელიც რეკომენდებულია COVID-19-ით (კორონათი) ინფიცირების შემთხვევაში და პროფილაქტიკისთვის.

გვინდა გაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას.

გთხოვთ, მსგავსი ზარების შემთხვევაში ნომერი, რომლიდანაც ზარი განხორციელდა გადასცეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს". – ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები