ელტონ ჯონი

ელტონ ჯონს საკუთარი თოჯინა ბარბი ექნება, რომელიც 50 დოლარი ეღირება

ელტონ ჯონს საკუთარი თოჯინა ბარბი ექნება, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით გამოვა და 50 დოლარი ეღირება.

მიუხედავად იმისა, რომ თოჯინა ლეგენდარულ მომღერალს არ ჰგავს, მისნაირად აცვია - ჟაკეტი ცისარტყელას ფერის შტრიხებით, ასეთივე ფერის ფეხსაცმელები  და ელტონ ჯონისთვის დამახასიათებელი საკულტო ვარდისფერი სათვალე უკეთია.

"ელტონ ჯონის თოჯინა ბარბი არის კოლაბორაცია, რომელიც წარმოაჩენს ორ საკულტო ფიგურას და ასევე პატივს მიაგებს ვარსკვლავური შემსრულებლის ექსტრაორდინარულ არტისტულობასა და მუსიკალურობას". - წერია თოჯინა ბარბების მწარმოებელი კომპანიის, Mattel-ის გვერდზე.

ელტონ ჯონის თოჯინა ბარბის გამოშვების მიზეზი გახდა მომღერლის მიერ 1975 წელს ჩატარებული 2-დღიანი ლეგენდარული კონცერტიდან 45 წლის გასვლა.

მაშინ კონცერტს 100 000 ადამიანი დაესწრო, რაც იმ დროისთვის რეკორდილი მაჩვენებელი გახლდათ.

"ბარბი საკულტოა, ამიტომ მის მიერ ჩემი სტილისა და საქმის აღიარება, ჩემთვის დიდი პატივია. იმედი მაქვს, ეს შთააგონებს ფანებს, რომ არ შეუშინდნენ თავიანთ ოცნებებსა და უსაზღვრო შესაძლებლობებს". - თქვა ელტონ ჯონმა.

კომენტარები