ელტონ ჯონი

ელტონ ჯონი: კომპიუტერში შექმნილი სიმღერებით დაინტერესებული საერთოდ არ ვარ

secrettelaviv.com

ლეგენდარული ბრიტანელი შემსრულებელი, ელტონ ჯონი, იმ მომღერლებს აკრიტიკებს, რომლებიც სიმღერებს თვითონ არ წერენ.

მისი თქმით, არტისტები, რომლებიც სიმღერებს თვითონ წერენ, ძალიან ცოტანიღა დარჩნენ და ამიტომ მათ განსაკუთრებით გულშემატკივრობს.

"კონან გრეი ამერიკიდან არის და ის ერთადერთი ადამიანია Spotify-ის ამერიკელების Top 50-ში, რომელიც ტექსტებსა და მუსიკას თვითონ წერს, სხვების დაუხმარებლად.

როდესაც ჩარტებში შესულ სიმღერების უმეტესობას გადავხედავ - ისინი არ არის ნამდვილი. იქ მხოლოდ ბითებია და ამიტომ მიხარია, როდესაც ვიგებ, რომ ვიღაცამ ნორმალური სიმღერა შექმნა". - თქვა ელტონ ჯონმა.

ის ასევე ამბობს, რომ არტისტებს, რომლებიც თავისით ქმნიან ყველაფერს, რადიოები არ აშუქებენ.

"მე მომწონს ხალხი, რომელიც სიმღერებს წერს. ამას რაღაც ნაწილი აკეთებს, მაგრამ ისინი მეტისმეტი დახვეწილობის გამო რადიოებში ვერ ხვდებიან და ჩვენ ვიღებთ სიმღერებს, რომლებიც მთლიანად კომპიუტერშია შექმნილი - ამით დაინტერესებული არ ვარ". - თქვა ელტონ ჯონმა.

კომენტარები