ელტონ ჯონი

"დაუხმარებლად - მოვკვდებოდი" - ელტონ ჯონი 30-წლიან სიფხიზლეს აღნიშნავს

Getty Images

ლეგენდარული მომღერალი, ელტონ ჯონი, 30-წლიან სიფხიზლეს აღნიშნავს და ამბობს: რომ არ დამხმარებოდნენ, მოვკვდებოდი.

ამის შესახებ ელტონ ჯონმა Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა.

"გიზიარებთ ყველაზე ჯადოსნურ დღეს - ჩემი 30-წლიანი სიფხიზლის დაბადების დღის აღნიშნვას. ძალიან ბევრი საყვარელი ბარათი და ყვავილი მივიღე ჩემი შვილებისგან, დევიდისგან, მეგობრებისგან და თანამშრომლებისგან. მე ნამდვილად დალოცვილი კაცი ვარ. რომ არ გადამედგა დიდი ნაბიჯი და არ მეთხოვა დახმარება 30 წლის წინ, მკვდარი ვიქნებოდი. ყველას დიდ მადლობას გიხდით, ვინც შთამაგონეთ და მხარს მიჭერდით ამ გზაზე." - წერს მომღერალი.

გასულ წელს ელტონ ჯონი Variety-ს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაზე ესაუბრა.

"როდესაც მკურნალობას ამთავრებ, თითქოს ხელახლა დაიბადე. სრულიად მორღვეული და დაუცველი ხარ. ეს ახალი წესებით  ახალი ცხოვრების დაწყებასავითაა. მე მეშინოდა, როგორ შევძლებდი კვლავ რაიმეს გაკეთებას". - ყვებოდა მომღერალი.

კომენტარები