ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 14 პაციენტიდან 7 ბათუმში მკურნალობდა

turebi.ge

საქართველოში გასულ დღე-ღამეში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით 14 პაციენტი გარდაიცვალა, აქედან 7 აჭარაში, კერძოდ კი ბათუმის სხვადასხვა კოვიდ მიმღებ კლინიკაში [ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის სამედიცინო ცენტრი] მკურნალობდა. გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს:

  1. 54 წლის კაცი მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში დიაგნოზით: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავადება. კლინიკაში შევიდა: 07.10.2020/23:55. გარდაიცვალა: 20.10.2020/00:30.
  2. 90 წლის ქალი მკურნალობდა ბათუმის სამედიცინო ცენტრში, გარდაცვალების დრო - 20.10.2020 – 11:10 საათი; პნევმონია - COVID 19; გულის ქრონიკული უკმარისობა, აორტის სარქველის მძიმე სტენოზი, არტერიული გიპერტენზია; გადატანილი ინფარქტი; გადატანილი ინსულტი.
  3. 62 წლის ქალი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი, გარდაცვალების დრო - 20.10.2020 – 09:15 საათი; დიაგნოზი: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია; თანმხლები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (პროგრამული გემოდიალიზი).
  4. 75 წლის კაცი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი, გარდაცვალების დრო - 20.10.2020 – 06:00 საათი; დიაგნოზი: პნევმონია - COVID 19; გულის უკმარისობა, აორტული სარქვლის ნაკლოვანება; არტერიული ჰიპერტენზია.
  5. 81 წლის კაცი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი, გარდაცვალების დრო - 20.10.2020 – 22:00 საათი; დიაგნოზი: პნევმონია - COVID 19; სუნთქვის უკმარისობა, პნევმონია.
  6. 78 წლის, რესპუბლიკური საავადმყოფო, გარდაცვალების დრო - 20.10.2020 დიაგნოზი: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია;
  7. 73 წლის ქალი, რესპუბლიკური საავადმყოფო, გარდაცვალების დრო 20.10.20 02:00, ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, პნევმონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სმუ თანმხლები: მენინგიომა, პოლინეიროპათია.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 21 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ COVID-19-ით ინფიცირების 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 172 – გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, იმერეთსა და უკვე მცხეთაშიც, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები