ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბათუმში ახალი კორონავირუსით 40 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებული შენობა, სადაც Covid-პაციენტები ჰყავთ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

ბათუმში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით 40 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტი ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. ქალი კლინიკამ გუშინ, 19 ოქტომბერს მიიღო, ის იმავე დღეს, საღამოს 20:30 სთ-ზე გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, პაციენტს ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და თირკმლის ჭვალი, ასევე, შაქრიანი დიაბეტი და თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ჰქონდა.

გასულ დღე ღამეში გარდაცვლილი 15 პაციენტიდან 4 აჭარაში მკურნალობდა. პაციენტები ბათუმის სხვადასხვა კოვიდ მიმღებ კლინიკაში [ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი, რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის სამედიცინო ცენტრი] მკურნალობდნენ. გარდაცვლილი პირების შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს:

  • 1. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი 82 წლის ქალი, შევიდა: 18.10.2020წ. 20:00, გარდაცვალება 19.10.2020წ, 08:50 დიაგნოზი: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება კოვიდ19, ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, სომნოლენცია თანმხლები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია
  • 2. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 62 წლის ქალი, გარდაცვალების დრო: 19.10.2020, 21:00 დიაგნოზები: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, პნევმონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, სიმსუქნე.
  • 3. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 65 წლის კაცი, შევიდა: 10.10.2020 წ. გარდაიცვალა 19.10.2020 წ. 18:45 დიაგნოზები: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა თანმხლები: ფილტვის კიბო, ფილტვის ობსტრუქციული დაავადება.

საქართველოში სულ ვირუსს 158 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღევანდელი, 20 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ COVID-19-ით ინფიცირების 19 857 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, იმერეთსა და უკვე მცხეთაშიც, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები