კორონავირუსი მსოფლიოში

მსოფლიოში Covid-ინფიცირებულთა რიცხვმა 40 მლნ-ს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 30 მლნ, გარდაიცვალა 1.1 მლნ

ABC

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 40 მილიონს გადააჭარბა.

მათგან 30 050 456 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 117 267 გარდაიცვალა. 

კორონავირუსის აქტიური 9 044 981 შემთხვევიდან 1%-ის (72 073 პაციენტი) ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია, დანარჩენი 8 972 908-ის კი - საშუალო ან მსუბუქი.

რაოდენობრივად ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა – 8 376 510; გარდაიცვალა 224 559 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 5.5 მილიონი. სწორედ ამერიკამ ჩაატარა კორონავირუსის დასადგენი ყველაზე მეტი ტესტი - 125 მილიონზე მეტი. 

თუ მილიონ მოსახლეზე დავთვლით, ინფიცირებულთა რიცხვით პირველ ადგილს კატარი იკავებს, გარდაცვლილთა რაოდენობით კი - პერუ.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე ახალი კორონავირუსის 17 477 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 8 060 გამოჯანმრთელდა, 136 – გარდაიცვალა.

კომენტარები