ახალი ზელანდია

ახალი ზელანდიის საყოველთაო არჩევნებში არდერნის ლეიბორისტული პარტია იმარჯვებს

sky news

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრის, ჯასინდა არდერნის ცენტრისტული მემარცხენე ლეიბორისტული პარტია საყოველთაო არჩევნებს იგებს

ამ დროისთვის ხმათა 77% დათვლილია. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ლეიბორისტულ პარტიას 49% აქვს, ხოლო ნაციონალურს - 27%. 

იმ შემთხვევაში, თუ ლეიბორისტული პარტია პარლამენტში ადგილების ნახევარზე მეტ ადგილს დაიკავებს, არდერნი ამჟამინდელი სისტემით შეძლებს შექმნას პირველი ერთპარტიული მთავრობა.  

ოპოზიციური, ნაციონალური პარტიის ლიდერმა, ჯუდით კოლინსმა პრემიერმინისტრს უკვე დაურეკა და მიულოცა.

არჩევნებს მეტწილად აღიქვამენ Covid-19-ზე არდერნის აგრესიული პოლიტიკის გატარების რეფერენდუმად

"ხალხი ძალიან მადლობელი და ბედნიერი იყო, თუ როგორ ვმართეთ Covid". - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, გრანტ რობერტსონმა. 

დემოკრატიული პროექტის ანალიტიკოსის, ჯოფრი მილერის თქმით, გამარჯვება, მეტწილად, არის ჯასინდა არდერნის პოპულარობის და ბრენდის პირადი ტრიუმფი.

არდერნის განცხადებით, მას მთავრობის წინამძღოლობის მანდატი აქვს.

არდერნის ამჟამინდელ კოალიციურ პარტნიორებს, ნაციონალისტურ ახალი ზელანდიის პირველ პარტიას აქვს 2.6%, მწვანეთა პარტიას კი 7.6%. იმ შემთხვევაში, თუ პრემიერმინისტრი მთავრობის შექმნას მხოლოდ თავისი ლეიბორისტული პარტიით ვერ შეძლებს, ვარაუდობენ, რომ ის კოალიციაში შევა მწვანეებთან

1970-იანი წლების შემდეგ იქნება ახალი ზელანდიის პირველი სრულიად მემარცხენეთა მთავრობა.კოლინსი მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ ამ სცენარის დადგომის შემთხვევაში, ეს მეტ გადასახადებს და ბიზნესისთვის მტრულ გარემოს მოიტანს. 

არდერნმა პირობა დადო, რომ ყველაზე მაღალშემოსავლიანებს გადასახადებს გაუზრდის, ხოლო კოლინზი მოსახლეობას გადასახადებს მოკლევადიან შემცირებას დაჰპირდა.

ახალ ზელანდიაში არჩევნები აგვისტოში ერთი თვით გადადეს კორონავირუსის ინფიცირებით ახალი შემთხვევების გაზრდის შემდეგ. ამის შემდეგ ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი მეორედ ჩაკეტეს.

არდერნმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა დაიჩივლეს, რომ კორონავირუსის გამო წინასაარჩევნო კამპანიას ვერ ატარებდნენ.

ახალ ზელანდიაში საზღვრები კვლავ ჩაკეტილია, ტურიზმი გაჩერებულია, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ჩაკეტვას ხანგრძლივი რეცესია მოჰყვება.

17 ოქტომბერს ასევე გაიმართა რეფერენდუმი მარიხუანის რეკრეაციული მოხმარების და ევთანაზიის ლეგალიზაციაზე. რეფერენდუმის შედეგები 30 ოქტომბერს გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ ახალ ზელანდიაში მარიხუანის მოხმარებას და გაყიდვას საკმარისი რაოდენობა დაუჭერს მხარს, ურუგვაის და კანადის შემდეგ ეს იქნება მესამე ქვეყანა, სადაც მარიხუანის მოხმარება და გაყიდვა ზრდასრული ადამიანისთვის დასაშვები იქნება.

კომენტარები