ჰიტები

ინგლისის ეკლესია სიმღერის SWEET DREAMS-ის თანამფლობელია

IMDB

ბიონსეს All The Single Ladies, რიანას Umbrella, ჯასტინ ტიმბერლეიკის Sexyback და სხვა მსოფლიო ჰიტები ინგლისის ეკლესიის ოფიციალურ თანამფლობელობაშია.

კომპანია Hipgnosis, რომლის ერთ-ერთი ინვესტორი ინგლისის ეკლესიაა, წლების განმავლობაში ცნობილი სიმღერების საავტორო უფლებების შეძენით არის დაკავებული. ბოლო პერიოდში კომპანიამ ერთი მილიარდი დოლარი დახარჯა და ათასობით სიმღერაზე საავტორო უფლებები შეიძინა. სიაში მოხვედრილია ჰიტები - Eurythmics-ის Sweet Dreams, Boyz II Men-ის End of The Road, უიტნი ჰიუსტონის I'm Your Baby Tonight.  

"ჰიტების შეძენა საფონდო ბირჟაზე თამაშს გავს. უნდა შეიძინო მაქსიმალურად სტაბილური სიმღერები. მგალითად, ისეთი ჰიტები, როგორებიცაა Sweet Dreams და Bon Jovi-ის Living on A Prayer, და დეკადების განმავლობაში მაღალშემოსავლიანი იქნება. სიმღერები ოქროზე ფასეულია". – ამბობს Hipgnosis-ის დამფუძნებელი მერკ მერკურიადისი.

კორონავირუსის ეპიდემიის დროს ფასიანი მუსიკალური პლატფორმების მოხმარება გახშირდა. მარტიდან ივლისამდე Spotify-ზე მოსმენების რიცხვი 22%-ით გაიზარდა.

კომენტარები