COVID 19

სუპერკომპიუტერმა აჩვენა, რომ ტენიანობას გავლენა აქვს კორონავირუსის გავრცელებაზე

იაპონურმა სუპერკომპიუტერმა "ფუგაკუმ" აჩვენა, რომ ტენიანობას დიდი გავლენა აქვს ვირუსის ნაწილაკების გავრცელებაზე. სიმულაცია მიანიშნებს, რომ კორონავირუსის გადადების რისკი უფრო მაღალი იქნება ზამთრის თვეების განმავლობაში მშრალ, ოთახ-შიდა გარემოში. 

ეს მიგნება ნიშნავს, რომ ჰაერის დამატენიანებლების გამოყენებამ შესაძლოა შეზღუდოს ინფექციის გავრცელება მაშინ, როდესაც ოთახის ხშირი განიავება შეუძლებელი იქნება. 

რიკენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სუპერკომპიუტერი ვირუსის მსგავსი ნაწილაკების გამოტყორცნის მოდელირებისთვის გამოიყენეს და დაადგინეს, რომ თუ ჰაერის ტენიანობა 30%-ზე დაბალია ეს აორმაგებს ნაწილაკების რაოდენობას 60% ან უფრო მაღალ ტენიანობასთან შედარებით. 

ტენიან ადგილებში, ვირუსული წვეთები (წყლის, მარილის და ორგანული ნაერთების ხსნარი, რომელიც ვირუსზეა მიმაგრებული) უფრო სწრაფად იზრდება და მალევე ეცემა ზედაპირებზე. მშრალ და ოთახ-შიდა ჰაერში, მიკროწვეთები იჭმუხნება აორთქლების გამო, უფრო მსუბუქი ხდება და დიდი ხნის განმავლობაში ტივტივებს და შეიძლება, რამდენიმე დღის განმავლობაში გადარჩეს. 

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ აეროზოლის გავრცელების პრევენციისთვის სახის დამცავი ფარები არ არის ისეთი ეფექტიანი, როგორც ნიღბები. მკვლევრების სხვა მიგნებებმა აჩვენა, რომ რესტორანში ვირუსის გადადების რისკი უფრო მაღალია იმ ადამიანისგან, რომელიც გვერდით ზის, ვიდრე პირდაპირ მჯდომისგან. 

ჯანდაცვის ექსპერტებში გაჩნდა მზარდი კონსენსუსი, რომ ვირუსი COVID-19 ვრცელდება ჰაერის მეშვეობით. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ამ თვის განახლებული გაიდლაინის თანახმად, პათოგენს ჰაერში დაყოვნება რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლია. 

კომენტარები