ქართული მარში

შიხიაშვილი: აქციის გამართვა ღვთისმშობელმა დამავალა

პუტინისტური, მოძალადე პარტიის, ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი შიხიაშვილი ამბობს, რომ გლდანის მაჟორიტარი კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისთან აქციის გამართვა ღვთისმშობელმა დაავალა. 

"დედაღვთისმშობლის, 6 500 მოწამე გარეჯელი ბერის და წმინდა მამა დავით გარეჯელის. იმიტომ, რომ მათი შთამომავლები ვართ ჩვენ." - ასე პასუხობს შიხიაშვილი ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტის კითხვას, თუ ვისი დავალებაა აქციის გამართვა. 

დღეს, 15 ოქტომბერს, მელიას ოფისთან პუტინისტები მიცვივდნენ. აქციაზე ისმოდა ფაშისტური შეძახილები.

პუტინისტურმა პარტიამ, ქართულმა მარშმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მოძალადე პარტიის წევრები და გენერალური მდივანი ირაკლი შიხიაშვილი ნიკა მელიას "ბრალდებებზე პასუხის გაცემას მოსთხოვენ".

"ნიკა მელია! დღეს საღამოს (15 ოქტ.) შენს ოფისთან მოვალ და პასუხების გაცემა მოგიწევს, რატომ ვართ ჩვენ, "ქართული მარში", რუსეთუმეები?!" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.  

ნიკა მელია გლდანში ოპოზიციის საერთო კანდიდატია. პუტინისტური პარტიის ქართული მარშის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გლდანის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მიზეზად ბრეგაძემ პატრიოტთა ალიანსის მიერ კანდიდატის დაყენება დაასახელა.

კომენტარები