ქართული მარში

"ლელო შეადგენს სოროსელების ნაკრებს" - ქართული მარშის წევრების აქცია ქუთაისის ლელოს ოფისთან

პროპუტინური, მოძალადე პარტიის, ქართული მარშის წევრებმა ქუთაისის ლელოს პარტიის ოფისთან აქცია გამართეს.  

აქციის წევრებმა ოფისთან ე.წ. სიგელიც მიიტანეს, რომელზეც ლგბტ დროშის სიმბოლოზე პარტიის წევრები არიან გამოსახული. 

"ეს ლელო შეადგენს მევახშეების, სოროსელების და ლგბტ-ების, დედატერეზების ნაკრებს, რომელიც ემსახურება ერის გადარჯულებას". - ამბობს ქართული მარშის ერთ-ერთი წევრი. 

დღეს, 18 სექტემბერს, ქართული მარშის წევრებმა აქცია თბილისში, ლელოს ვაკის ოფისთანაც გამართეს. აქციის წევრებმა ოფისთან ე.წ. ფულით სავსე ტომრები მიიტანეს და თქვეს, რომ მამუკა ხაზარაძემ ხალხის ფული მიითვისა. 

"მევახშე!" - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

კომენტარები