ქართული მარში

ბრეგაძე ჩანაწერზე: პრანკები გავაკეთეთ და ამ პრანკების მახეში გაებნენ ეს ადამიანები

ჩვენ დაინტერესებული ვიყავით, მართლა იწერენ თუ არა ჩვენს საუბარს, ერთგვარი პრანკებიც გავაკეთეთ ამის თაობაზე, ეს პრანკები, ყველაფერი ჩაწერილი გვაქვს და იცოდეთ, რომ ამ პრანკის მახეში გაებნენ ეს ადამიანები, პირდაპირ შემიძლია გითხრათ და სხვათაშორის, პრანკი ეს არის გამასხარავება, მაგრამ ლუსტრაციით გამასხარავება, ამ შემთხვევაში და ჩვენ გავაკეთეთ რამოდენიმე პრანკი, თითქოსდა ვესაუბრებით მსოფლიოს ლიდერებს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩანაწერებიც მათ გაკეთებული აქვთ და როგორც კი ამ ჩანაწერებს გამოაქვეყნებენ, იმავე წუთში თქვენ იხილავთ ამ პრანკის ვიდეოს და მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ ჩვენი საუბრები იწერება, მუდმივი თვალთვალის ქვეშ ვიმყოფებით და რეალურად, ეს არის ტოტალური მოსმენა, მე მგონია, თანამგზავრიდანაც კი გვისმენენ.

ამბობს ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ვიდეომიმართვაში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც ბრეგაძისა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკის, იგორ მოროზოვის შესაძლო სატელეფონო ზარია ჩაწერილი.

კომენტარები