ქართული მარში

კორკოტაშვილი: ოცნებამ ხალხი მოატყუა, ხალხს შეუსრულა, რა

ოცნება რომ მოვიდა, იმედი გვქონდა, რომ რაღაც ახალი უნდა გაკეთებულიყო ჩემს საქართველოში, არ გაკეთდა, იმიტომ არის დანგრეული დღეს ხალხი, იმიტომ არის უუნარო დღეს, იმიტომ არის ესე, რა, რომ აღარ იცის უკვე, რა ქნას, ვიღას ენდოს? იმას, ვისაც ბოლოს ენდო, მოატყუილა იმან რა და რა ქნას ამ ქართველმა ხალხმა? [ოცნებამ] მოატყუა? მოატყუა კი არა, შეუსრულა რა, ყველაზე მაგარი სიტყვა ეს არის…

მე, გია კორკოტაშვილს, 4 შვილის მამას, არავითარი საშუალება არა მაქვს სადმე მუშაობის, რომ ელემენტარულად რაღაცა გავაკეთო. ყველგან, სადაც მივდივარ, ჩახერგილია ჩემთვის. არ ვიცი [რატომ], სახელმწიფოებრივად ასე მომიდგნენ, იმიტომ, რომ ველაპარაკები პირდაპირ, არ მომწონს მათი საქციელები და პირდაპირ ველაპარაკები და ეს არ მოსწონთ, უნდათ მორჩილი, ცუნგუშები უნდათ, სჭირდებათ, რომ დაუკრავენ ტაშს და პოზას მიიღებს. აი, მთელ ოცნებას მივმართავ.

ქართული მარშის ლიდერი გია კორკოტაშვილი ჯორჯიან თაიმსის ეთერში.

კომენტარები