არჩევნები 2020

ლეიბორისტული პარტია ზუგდიდში მხარს ევროპელების კანდიდატს, გიგი უგულავას დაუჭერს

ევროპული საქართველო

ლეიბორისტული პარტია ზუგდიდში მხარს დაუჭერს ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის
კანდიდატს, გიგი უგულავას.

პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, ამ რეგიონში გიგი უგულავა ერთადერთი გამოცდილი და კომპეტენტური პოლიტიკოსია, ვისაც შეიძლება დაეყრდნო.

"ბატონი გიგი უგულავა, დღეს არის ერთადერთი ქარიზმატული, გამოცდილი პოლიტიკოსი სამეგრელოს რეგიონიდან, ვისაც შეგიძლია ენდო და დაეყრდნო. ეს არის რეალობა, რადგან ის, როგორც ხელისუფალი, ასევე იყო ღირსეული ოპონენტი და, როგორც თანამებრძოლი, ასევე არის ღირსეული თანამებრძოლი". – ამბობს ნათელაშვილი.

გიგი უგულავას თქმით, ლეიბორისტული პარტიის მხარდაჭერა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და სწორედ ასეთ ერთობას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები.

მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ შალვას და მთლიანად ლეიბორისტულ პარტიას, აქ, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში მხარდაჭერისათვის. ჩემთვის ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რადგან ვაპირებ გამარჯვებას და მინდა ვიყო ყველა ზუგდიდელის მაჟორიტარი, მიუხედავად იმისა, მხარს დამიჭერენ თუ არა.

ამიტომ, ერთობა იძლევა საშუალებას და საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენ რეალური, ხელშესახები, გარდამტეხი ცვლილებები მოვიტანოთ აქ ზუგდიდში და ქვეყანაში, შემოვაბრუნოთ ქვეყანა განვითარებისაკენ და გამოვიყვანოთ ეკონომიკური კრიზისიდან. ამავდროულად, მინდა, გადავუხადო მადლობა ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, ვინც მენდო მე და ამ ოლქში მხარი დამიჭირა". – თქვა გიგი უგულავამ.

ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და გაერთიანების ძალა ერთობაშია ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი ექიმი მალხაზ ჯალაღონიაა, ხოლო ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი.

კომენტარები