კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: კორონავირუსით ორი-სამი ჯანმრთელი ადამიანიც გარდაიცვალა და ბევრად მეტიც

არ დამითვლია ზუსტად, ორია, სამია თუ ათია. შეიძლება 12-იც არის. ამ შემთხვევაში, ორი-სამი ნიშნავდა იმას, რომ მცირე რიცხვია იმ გარდაცვლილებისა, რომლებიც ძირითადად იყვნენ ჯანმრთელი ადამიანები, არ ჰქონდათ რაიმე მძიმე თანმდევი დაავადება და მხოლოდ COVID-ით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალნენ. ორი-სამიც გარდაიცვალა და ბევრად მეტიც, ეს უბრალოდ სიტყვის მასალად ვთქვი...

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მედიამ ინფექციონისტს ჰკითხა, რამდენი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, რომლებსაც არ ჰქონდათ თანხმლები, ქრონიკული დაავადებები.

კომენტარები