ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: არ იქნება მასშტაბური შეზღუდვები, წერტილოვანი - კი, მათ შორის თბილისში

გაზაფხულზე ჩვენ ცოტა ვიცოდით კოვიდის შესახებ. ჩვენ დიდი იმედი გვქონდა, რომ როგორც ყველა რესპირაციული ინფექცია, კორონავირუსი ზაფხულში შემცირდებოდა და შეიძლება გამქრალიყო, ისევე როგორც გრიპი, რომელიც იცით, რომ ზაფხულში არ ცირკულირებს. ამის იმედი გვქონდა. ამიტომ, ერთადერთი მეთოდი ინფექციასთან ბრძოლის, რომელსაც მთელი მსოფლიო იყენებდა, იყო მძიმე და მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები, შემდგომ კაცობრიობამ გაიაზრა, ეს არაა მარტივი ინფექცია. კი, ინფექცია მსუბუქდება [...] მაგრამ ეს ინფექცია არ გაქრება კაი ხანს.

ამიტომ, სლოგანი, რასაც ახლა ჩვენ ვხმარობთ გახლავთ, რომ ვსწავლობთ COVID 19-თან თანაცხოვრებას, იმიტომ, რომ ქვეყნები ვეღარ იქნებიან ჩაკეტილები. ყველაზე ბევრი შემთხვევაა აშშ-შია, მაგრამ ის ჩაკეტილი არ არის, როგორც ევროპის ბევრი ქვეყანა. არის შემთხვევების ზრდა, მაგრამ საბაზისო ეკონომიკური მიმართულებები ყველაფერი ფუნქციონირებს, ანუ ვსწავლობთ თანაცხოვრებას [...]

იქნება და არის წერტილოვანი შეზღუდვები, როცა აჭარაში ეპიდსიტუაციამ იფეთქა, მოგეხსენებათ იქ სწავლა დისტანციურზე გადავიდა, შიდა ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, რესტორნები ადრე დაიკეტა და ეს გრძელდება. ამ, ან სხვა ტიპის წერტილოვანი შეზღუდვები იქნება პერიოდულად ქვეყანაში... ამიტომ, პოლიტიკა ასეთია, არ იქნება დიდი, ქვეყნისთვის მასშტაბური შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ იქნება სხვადასხვა სახის წერტილოვანი შეზღუდვები, მათ შორის თბილისში.

ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7, გამოჯანმრთელდა 159 პაციენტი.

კომენტარები