არჩევნები 2020

ბოკერია: მნიშვნელოვანია, იცოდეს ხალხმა რას გავაკეთებთ და ასევე, რას არ გავაკეთებთ

ის რომ ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები ყველა მიმართულებით, ეს არის საყოველთაო შეთანხმების საგანი მთელ საზოგადოებაში - ეს ჩემთვისაც, ჩემი გუნდისთვისაც ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ, როდესაც საარჩევნო კამპანიაში ხარ და ბევრ ადამიანს ხვდები, კიდევ უფრო აშკარა ხდება რამდენად აუცილებელია ამ ცვლილებების სწრაფად განხორციელება. ჩემი, ჩვენი, ევროპული საქართველოს გუნდის ამოცანა არის სწორედ ამ ცვლილებების განხორციელება და საარჩევნო კამპანიისას თითოეულ მოქალაქემდე ყველა ლეგიტიმური საშუალებით მიტანა ჩვენი გეგმის, ჩვენი ხედვის, ჩვენი გეზის, როგორ განვახორციელებთ ამ გარდამტეხ ცვლილებებს, როგორ დავწევთ გადასახადებს და როგორ შეიქმნება ამ გზით სამუშაო ადგილები, როგორ შევამცირებთ მთავრობის ხარჯებსა და გავაორმაგებთ დახმარებას, მათთვის ვისაც უჭირს, როგორ გვექნება კერძო საკუთრებაში ქონება და ნაფიც-მსაჯულები, როგორ წავიყვანთ წინ ქვეყანას ამ გარდამტეხი ცვლილებების შემდეგ.

ამ გზავნილთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რომ იცოდეს ყველა პოლიტიკურ ძალაზე, ამ შემთხვევაში ევროპულ საქართველოზე, ვისთან და როგორ ითანამშრომლებს სხვა პოლიტიკური ძალებიდან. ამიტომ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდე ხალხმა რას გავაკეთებთ, რაც უკვე ვთქვი და რას არ გავაკეთებთ - კერძოდ, არც ერთ შემთხვევაში ივანიშვილს, მის გარემოცვას არ შევუკრავთ კოალიციას და ასევე, არც ერთ შემთხვევაში არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურას.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა და ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კომენტარები