ხელვაჩაურის მერი

"მერი ვბრძანდები, ვიცი, თავი უნდა შეიკავო" - ხელვაჩაურის მერმა ჟურნალისტს აგინა

ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ ბათუმელების ჟურნალისტს აგინა. ინფორმაციას აუდიოჩანაწერთან ერთად ბათუმელები ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც ჟურნალისტმა წინასაარჩევნო შეხვედრებზე სამსახურეობრივი მანქანით გადაადგილების შესახებ დაუსვა კითხვა. 

როგორც ბათუმელები წერს, ვარდმანიძე სამსახურეობრივი ავტომობილით დააფიქსირეს სოფელ ჩხუტუნეთში, სადაც ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე მოსახლეობას შეხვდნენ.     

ბათუმელების ინფორმაციით, სწორედ ამ შეხვედრაზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა ხელვაჩაურის მერი. მათივე ცნობით, ვარდმანიძე მეტად აგრესიული მას შემდეგ გახდა, რაც ჟურნალისტმა შეახსენა, რომ არ აქვს უფლება, მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს ასე ესაუბროს.

მომხდარზე ჯუმბერ ვარდმანიძეს ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტმა ჰკითხა. 

"მერი ვბრძანდები, დიახ. ვიცი ისიც, რომ თავი უნდა შეიკავო. კიდევ ერთხელ ვამბობ, არასწორი ვქენი. 

არ ვუსმენ, მოსმენილი მაქვს. 

ის არის ნორმალური, რომ ტელევიზია ტყუის საქართველოს მასშტაბით?" – უთხრა ვარდმანიძემ TV პირველს.

კომენტარები