არჩევნები 2020

ჯაფარიძე უბნებზე მისული ამომრჩევლების ტემპერატურის ხმამაღლა გამოცხადებას ითხოვს

გირჩი/Girchi

გირჩის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე, ცესკოს მიმართვას, რომ საარჩევნო უბნებზე მისულ თითოეულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი ჩაუტარდეს და მათი ტემპერატურები ხმამაღლა გამოცხადდეს.

მისივე თქმით, კომისიის წევრმა, რომელიც ამომრჩეველს თერმოსკრინინიგს ჩაუტარებს, თავისი ტემპერატურაც უნდა გაასაჯაროვოს.

"1. კომისიის წევრმა, რომელიც რიგის მარეგულირებელი იქნება ყოველ ჯერზე, როდესაც ამომრჩეველს სიცხეს გაუზომავს, მისი სხეულის ტემპერატურა ხმამაღლა უნდა გამოაცხადოს. 

2. იგივე წევრმა, რომელიც ჩაატარებს თერმოსკრინინგს, ამომრჩეველს უნდა აჩვენოს დაფიქსირებული ტემპერატურა.

3. ამომრჩევლებს საკუთარი თერმომეტრით საარჩევნო უბანზე მისვლა უნდა აეკრძალოთ". – ამბობს ჯაფარიძე.

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძესა და მის მოადგილეს, პაატა იმნაძეს, ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას სთხოვს.

"ჩვენ მოვითხოვთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს რეკომენდაციები გაითვალისწინოს, ასევე ამ პროცედურებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ". – ამბობს ჯაფარიძე.

ცესკოს პროცედურების მიხედვით, 31 ოქტომბერს, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ.

კომენტარები