არჩევნები 2020

სააკაშვილი: არ ვეძიებ თანამდებობებს, ვეძებ რეზულტატებს, არ უნდა ვიყოთ პუსტა-პუსტა ქვეყანა

მე საერთოდ არ ვეძიებ თანამდებობებს და საერთოდ არ ვეძიებ კაბინეტებს, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ვეძიებ რეზულტატებს.

მე მინდა, რომ საქართველო იყოს სხვათაშორის პუსტა-პუსტა ქვეყანა კი არა,  საქართველო იყოს ერთერთი წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში, სამაგალითო, თვალსაჩინო, ნამდვილად ლიდერი ჩვენს რეგიონში. რომელსაც უბატონოდ ვერავინ გაუბედავს ლაპარაკს, რომელსაც გაუწევენ ანგარიშს.

ეს არის ჩემი ამბიცია. მე ვარ ძალიან ამბიციური ადამიანი, დიახ, მაგრამ ჩემი ამბიცია უკავშირდება ჩემი ქვეყნის წარმატებას, ჩემი თანამემამულეების უკეთესად ყოფნას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი TV პირველის ეთერში.

კომენტარები