ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრო: პანდემიის პერიოდში შემოსავალი 100 000-მა მოქალაქემ დაკარგა

rustavi2.com

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში ვიზიტისას ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლებზე ისაუბრა. 

კაკაურიძის თქმით, არსებული მონაცემებით, პანდემიის პერიოდში შემოსავალი დაახლოებით 100 ათასმა მოქალაქემ დაკარგა.

"2021 წელს დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება. გაიზრდება ინვესტიციების ხარჯზე და ეკონომიკური აქტივობის ხარჯზე. მინიმუმ 20 ათასმა უნდა აღიდგინოს შემოსავალი. ეს წელს დაკარგული სამსახურები არ არის, ეს დაკარგულია იმიტომ, რომ პანდემიაა ქვეყანაში და ეკონომიკური ვარდნა ყოველთვის მოქმედებს ამაზე. კომპანიების მიერ წარმოდგენილი მონაცემებითა და რაც დახმარების ფარგლებში ვიცით, დაახლოებით, 100 ათას ადამიანამდეა, ვინც შემოსავლი დაკარგა". – ამბობს კაკაურიძე. 

მთავრობის მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის ყოველთვიური 200-ლარიანი კომპენსაცია სულ 161 905-მა მოქალაქემ მიიღო. დახმარება მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც პანდემიამდე დაქირავებით მუშაობდნენ და პანდემიის პერიოდში შემოსავალი დაკარგეს. 

კომენტარები