ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბაქრაძე: ვირუსს ამოფარებული მეორე ვირუსი 31 ოქტომბერს მოსცილდება ამ ქვეყანას

რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ექნებათ ექიმებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რადგან ვუფრთხილდებით მოსახლეობის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მაგრამ იმის იმედი, რომ ქვეყანაში შეჩერდება პოლიტიკური აქტივობა, იმის იმედი, რომ ხალხი აღარ გამოხატავს საკუთარ პროტესტს და არჩევნებზე ვირუსის დახმარებით გაიმარჯვებს მეორე ვირუსი - ქართული ოცნება, არ უნდა გვქონდეს.

გაგრძელდება კამპანია, გაგრძელდება შეხვედრები და ვირუსს ამოფარებული, მეორე ვირუსი 31 ოქტომბერს ამ ქვეყანას მოსცილდება. ამიტომ ვირუსის და პანდემიის მხარეს ჩვენ არ ვდგავართ, ჩვენ ვებრძვით ქვეყანაში კოვიდსაც და ქართულ ოცნებასაც, ორ ვირუსს, რომელიც აზიანებს დღეს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და ნორმალურ ცხოვრებას. ამიტომ ჩვენ დავიცავთ ყველ რეკომენდაციას, ხოლო ხელისუფლება, რომელიც ცდილობს ვირუსთან ერთად გამარტივებულად გაძვრეს არჩევნებზე და ხალხს პროტესტის გამოხატვის საშუალება არ მისცეს, დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს კოვიდთან ერთად ჩაბარდება წარსულს

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის მოწოდებას, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და რეგულაციები დაიცვან. მოწოდებას გამოეხმაურა ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძეც, რომელმაც თქვა, რომ ვირუსის გავრცელებას ოპოზიცია უწყობს ხელს.

კომენტარები