ახალი კორონავირუსი საქართველოში

COVID-19 აჭარაში: გამოვლინდა 172 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 2, გამოჯანმრთელდა 181 პაციენტი

ბათუმი
საქართველოსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში აღრიცხული ახალი კორონავირუსის 523 შემთხვევიდან 172 აჭარაში გამოვლინდა. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვლილი 7 ინფიცირებულიდან 2 - ბათუმში მკურნალობდა.

ორივე გარდაცვლილი კაცია. ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით:

  1. "68 წლის კაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 27:09:2020. დიაგნოზი: COVID -19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, წინაგულთა ფიბრილაცია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 10.10.2020."
  2. "51 წლის კაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 8:10:2020. დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, ჰიდროთორაქსი. თანმხლები დაავადებები: არტერიული ჰიპერტენზია, მიტრალური სარქვლის კრიტიკული და აორტის სარქვლის პირველი ხარისხის ნაკლოვანება, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა".


აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსული ინფექციისგან 181 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

ამ დროის მონაცემებით, აჭარაში კლინიკებში მკურნალობას გადის 533 პაციენტი, მათგან 13 არასრულწლოვანი და 24 ორსული. ამას გარდა, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 48 ინფიცირებული, Covid-სასტუმროებში – 911 (მათგან 93 არასრულწლოვანი), ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას კი 1000-ზე მეტი ადამიანი აგრძელებს. დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა 51-ია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 11 794 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 323 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 85 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 5 471 შემთხვევაა აქტიური.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები