დავითგარეჯის საქმე

გოგორიშვილი: "ოცნებას" სძულს ადამიანი!

სოლიდარობა ივერი მელაშვილს!
სოლიდარობა ნატალია ილიჩოვას!

8 წლის განმავლობაში ადამიანის ბედზე ერთი წუთითაც რომ არ გიფიქრიათ, საქართველოში ყველამ იცის. ყველა არჩევნების წინ უბინძურეს პიარტრიუკებს რომ გამოაგდებთ – ესეც აღარავის უკვირს. ხან ჰაკიმ ფაშას სახელით ტვირთავთ ფოტოებს, ხან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები "გეპარებათ" ინტერნეტსივრცეში!

დღეს საკუთარ თავსაც აჯობეთ! იმისთვის რომ თქვენი ჩაფლავებული რეიტინგი ოდნავ ამოქაჩოთ, ხალხს დაანახოთ რა "პრინციპულები" ხართ, უდანაშაულო ადამიანები ყველაზე საშინელი, სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეთ! გასაგებია, რომ თქვენთვის, ვინც 8 წელია, ხმას არ იღებთ მცოცავ ოკუპაციაზე, ვინც ხან პირდაპირ და ხანაც ირიბად ომის დაწყებას საქართველოს აბრალებთ – მოღალატე ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი სიტყვაა. იგივეა რაც უნიათო, უსაქმური, არაკომპეტენტური. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში ყველა "ქოცი​​" არაა.

საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა არის ქვეყნის პატრიოტი. აქვთ სინდისი და თავმოყვარეობა და მოღალატეობის დაბრალებას სიკვდილი ურჩევნიათ!

"ოცნებას" სძულს ადამიანი!

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში ხათუნა გოგორიშვილი, დავითგარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობაში დატოვებას.

კომენტარები