არჩევნები 2020

გახარია: არავის მივცემთ შესაძლებლობას, პროვოკაციებით ზიანი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას

არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და ღირსეულად უნდა გავიმარჯვოთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, დღეს ჩვენ იმდენად დარწმუნებული ვართ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, არავის მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ პროვოკაციებით თუნდაც ელემენტარული ზიანი მიაყენოს 31 ოქტომბერს ჩვენს გამარჯვებას. ამიტომ ყველამ ერთად უნდა მოვითმინოთ, ღირსეულად გადავიტანოთ ეს დღე და ღირსეულად გავიმარჯვოთ.

თქვა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ლენტეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას.

კომენტარები