კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: ყველაზე საშიში ვითარება ამ დროისთვის თბილისშია

ინტერპრესნიუსი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, ამ დროისთვის ეპიდემიოლოგიური კუთხით ყველაზე საშიში ვითარება თბილისშია. 

მისივე თქმით, ეს რეგულაციების არდაცვამ და გაუფრთხილებლობამ გამოიწვია. 

"მოსახლეოის სიმჭიდროვის გათვალისწინებით, ყველაზე უფრო საშიში ვითარება ამ დროისთვის თბილისშია". - ამბობს ენდელაძე. 

დღეს, 9 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 313 ადამიანი და გარდაიცვალა - 6.

527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაში გამოვლინდა, 179 კი თბილისში,

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 866 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 72 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.  

კომენტარები