მექსიკა

მექსიკაში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელსაც 400 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდა

Reuters

მექსიკაში ჩამოვარდა მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელსაც 400 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდა. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 2 პირი. ინფორმაციას მექსიკის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი თქმით, თვითმფრინავს მათი სამხედრო ვერტმფრენი მისდევდა. საბოლოოდ, თვითმფრინავს საწვავი გაუთავდა და ჩამოვარდა.

ორი კვირის წინ მექსიკაში კერძო თვითმფრინავი მოიპარეს, რომელიც ვენესუელაში გაფრინდა, მოგვიანებით კი გვატემალის ჯუნგლებში ჩამოვარდა. დაიღუპა 2 პირი.

კომენტარები