კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით დღეს გარდაცვლილი 6 ადამიანიდან, 1 გორში მკურნალობდა, 1 ბათუმში, 2 ქობულეთში

armradio.am

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის, ინფორმაციით, დღეს, 9 ოქტომბერს, კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ ექვსი ადამიანიდან ერთი გორში მკურნალობდა, ერთი ბათუმში, ორი ქობულეთში, ერთი კი ქუთაისში. 

ენდელაძის თქმით, გორში გარდაცვლილი პაციენტი 58 წლის ქალია, ბათუმში - 68 წლის, ქობულეთში გარდაცვლილი პაციენტების ასაკი - 55 და 61-ია, ქუთაისში კი - 81. 

"ყველა ამ პაციენტს ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები, ორმხრივი მძიმე პნევმონია და, შესაბამისად, მათი გამოყვანა მდგომარეობიდან ვერ მოხერხდა". - თქვა ენდელაძემ.

ჯამში, კორონავირუსით საქართველოში 72 ადამიანი გარდაიცვალა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 866 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები