არჩევნები 2020

ჯაფარიძე დოლიძეს: ტეხასელი რომ ვიყო, ტვინში სისხლი ჩამექცეოდა​

გირჩის ლიდერმა და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, ის რომ ტეხასელი იყოს და მისი გადახდილი გადასახადებით ათასობით დოლარი იმ ადამიანის განათლებაზე დახარჯულიყო, რომელიც კენჭს დიდუბეში იყრის, ტვინში სისხლი ჩაექცეოდა

ზურაბ ჯაფარიძემ ეს მას შემდეგ თქვა, რაც ტელეკომპანია კავკასიაზე გამართული პოლიტიკური დებატების დროს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ანა დოლიძემ აშშ-ს განათლების სისტემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი სადოქტორო პროგრამა აშშ-მ $250 000-ით დააფინანსა.

"მე რომ ვიყო ტეხასელი გადასახადის გადამხდელი და ვიცოდე, რომ ჩემი გადახდილი გადასახადებიდან $250 000 წავიდა ადამიანის განათლებაში, რომელიც ახლა დიდუბეში იყრის კენჭს, ტვინში სისხლი ჩამექცეოდა. არასწორია ეს პოლიტიკა ამერიკაშიც და საქართველოშიც". – თქვა ჯაფარიძემ. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები