ახალი კორონავირუსი საქართველოში

COVID-19 აჭარაში: 220 ახალი შემთხვევა, 3 გარდაცვლილი, 230 გამოჯანმრთელებული

ბათუმი
საქართველოსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსული ინფექციით ბოლო 24 საათში ორი პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველი გარდაცვლილი 62 წლის ქალია, რომელსაც ახალ კორონავირუსთან ერთად ჰქონდა პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, წვავე რესპირაციული დისტრესსინდრომი, თავის ტვინის ინფარქტი, კომა, თირკმლის უკმარისობა.

პაციენტს გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკონორალური შუნტირება, გულის უკმარისობა. უწყების ცნობით, ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.

მეორე გარდაცვლილი 52 წლის კაცია, რომელსაც თანმხლებ დაავადებებთან ერთად [თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე კორონავირუსი] პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

მესამე გარდაცვლილი 84 წლის ქალია. მას თანმხლებ დაავადებებთან [გულის იშემიური დაავდება, არტერიული ჰიპერტენზია] და კორონავირუსთან ერთად, ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 220 აჭარაში დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 318 პირი, მათგან 230 აჭარაში.

აჭარაში, ამ დროისთვის, Covid კლინიკებში 472 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 14 არასრულწლოვანი და 20 ორსული. რეანიმაციაში 42 პაციენტია მოთავსებული. დღეის მონაცემებით, აჭარაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა 66-ია. Covid სასტუმროებში 903 პირი რჩება, მათგან არასრულწლოვანია 93.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში ბინაზე 800-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

8 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5553 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 66 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები