ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით შემცირდება, სიღარიბე 2.8%-ით გაიზრდება

WB

მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განახლებული ეკონომიკური პროგნოზების თანახმად, 2020 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა 6%-ით შემცირდება, სიღარიბის დონე კი 2.8%-ით გაიზრდება.  

"2020 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 6%-ით შემცირება. სიღარიბის პროცენტული მაჩვენებელი გაიზრდება 2.8%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ 160 000 ადამიანი გაღარიბდება. გარდა ამისა, 400 000 ადამიანს შეუმცირდება შემოსავლები" -წერია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.

მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ 2021 წლისათვის საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, ხოლო 2022 წლისთვის 6%-ით.

 

კომენტარები