ხატია ბუნიათიშვილი

ბუნიათიშვილმა ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გახსნა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე, ქართველმა პიანისტმა, ხატია ბუნიათიშვილმა საფრანგეთის ეროვნულ ორკესტრთან ერთად დაუკრა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი ეიფელის კოშკთან, ქართველი პიანისტის მიერ, საფრანგეთის ეროვნული ჰიმნის შესრულებით გაიხსნა.

პიანისტმა რახმანინოვის მეორე საფორტეპიანო კონცერტიც დაუკრა.

ღონისძიებაში მონაწილეობა ხატია ბუნიათიშვილს შარშანაც შესთავაზეს, თუმცა მან უარი ვალერი გერგიევის გამო თქვა, რომელიც კონცერტს დირიჟორობდა.

ბასტილიის აღების დღე საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულია, რომელიც 1880 წლის შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. ბასტილიის ციხე, რომელიც სახელმწიფო დამნაშავეების პატიმრობის ადგილი იყო, 1789 წლის 14 ივლისს შტურმით აიღეს. დღესასწაული ტრადიცულად პარიზში ელისეს მინდვრებზე სამხედრო აღლუმით იწყება.

კომენტარები