ხატია ბუნიათიშვილი

ხატია ბუნიათიშვილმა ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე წელსაც დაუკრა [VIDEO]

Twitter

ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა 14 ივლისს პარიზში, ეიფელის კოშკთან ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 

ბუნიათიშვილმა მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი N23 დაუკრა. საფრანგეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი France 2 ბუნიათიშვილის შესრულების ვიდეოს ინტერნეტში შემდეგი კომენტარით აზიარებს "ორი საოცრების შეხვედრა".

ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ხატია ბუნიათიშვილმა გასულ წელსაც მიიღო მონაწილეობა. ქართველი პიანისტი 2017 წელსაც მიიწვიეს აღნიშნულ ღონისძიებაზე, თუმცა მან უარი ვალერი გერგიევის გამო თქვა, რომელიც კონცერტს დირიჟორობდა. ბუნიათიშვილის თქმით, გერგიევი პუტინის პოლიტიკას უწევს პროპაგანდას და მიუღებელია მასთან ერთად დაკვრა.

კომენტარები