საქართველო-ისრაელი

თავდაცვის სამინისტრომ ისრაელის კომპანიასთან საჰაერო თავდაცვის სისტემის მოდერნიზაციაზე შეთანხმება გააფორმა

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას ისრაელის სახელმწიფო კომპანია "რაფაელთან" გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ. შეთანხმება მოიცავს საჰაერო თავდაცვითი დანადგარების აღდგენას და მოდერნიზაციას.

სამინისტროს განცხადების მიხედვით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის წარმომადგენლებთან განიხილა სამომავლო გეგმები, მათ შორის პირადი შემადგენლობის გადამზადება და ტრენინგების ჩატარება.

ისრალიეს თავდაცვის სამინისტროს კომპანია "რაფაელი მოწინავე თავდაცვითი სისტემები" მუშაობს როგორც ისრაელის შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიებზე, ასევე ექსპორტზე.

კომენტარები