კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში Covid 19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, დღეს, ჯამში - 4

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. 

დღეს, 5 ოქტომბერს ეს გარდაცვალების მე-4 შემთხვევაა. სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა  54-ია.

დღეს, 5 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 375 ადამიანი. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 8696 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4619 გამოჯანმრთელდა, 52 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები