საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ვირუსის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ერთ დღეში გამოვლენილა. ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 375 ადამიანი და გარდაიცვალა 2 პაციენტი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
5 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 8696 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4619 გამოჯანმრთელდა, 52 კი გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.





